კომპანია „საქნახსირი„ ბოლო ორი დღის განმავლობაში სისტემურად სხვადასხვა მეთოდით მეშახტებბს მოუწოდებს,რომ განაგრძონ შრომითი საქმიანობა. ამის შესახებ საქართველოს პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა განაცხადა. მისივე თქმით აღნიშნული ფაქტი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და პრემიერის განცხადებას ეწინაარმდეგება. ამასთან გაერთიანება მოუწოდებს კომპანიის ადმინისტრაციას შეწყვიტოს დასაქმებულებზე ზეწოლა და შეაჩეროს შახტებზე ყოველგვარი საქმიანობა, ვიდრე არ დაიდება ექსპერტების დასკვნა. ამ პერიოდში კი დასაქმებულებს უნდა აუნაზღაურდეთ მოცდენილი საათები. რაც დოკუმენტურადაც უნდა დადასტურდეს.