პროფკავშირების გაერთიანება უმუშევრობის შემწეობის დაწესებას ითხოვს. კერძოდ, უმუშევრობის შემწეობა, უნდა დაენიშნოთ იმ ადამიანებს, ვინც მუშაობდა ბოლო 12 თვის განმავლობაში და დაკარგა სამსახური. ასეთ ადამიანების უმუშევრობის შემწეობა უმუშევრად დარჩენის შემდეგ 6 თვის განმავლობაში უნდა გადაუხადონ და ის მინიმუმ 200 ლარს უნდა შეადგენდეს, რაც ოჯახის საარსებო მინიმუმის მიახლოებული თანხაა.
რაც შეეხება ბიუჯეტს, პროფკავშირების ცნობით, დაახლოებით, 48 მილიონი ლარია საჭირო იმისთვის, რომ 40 ათასმა ადამიანმა, რომელიც საშუალოდ წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს, 6 თვის განმავლობაში 200-ლარიანი შემწეობა მიიღოს.