პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება. უფრო კონკრეტულად, სკოლის საბაზო განათლების მქონე პირებს, ატესტატის ასაღებად, სკოლის გამოცდების ექსტერნად ჩაბარება აღარ მოუწევთ და სრული ზოგადი განათლების მქონე პირების მსგავსად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება ექნებათ.ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროფესიული განათლების მიმართულებით 3 წლის განმავლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ჩატარებული პრეზენტაციისას გახდა ცნობილი.ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ პირებს, ვისაც კონკრეტული სპეციალობა უკვე აქვთ, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ესაჭიროებათ, მისი მიღება უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში ორწლიანი უფასო კურსის გავლის შემდეგ შეეძლებათ.