პროფესიული პროგრამის სტუდენტები შესაძლოა, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია.როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოქმედი რედაქციით, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება პროფესიულ სტუდენტებზე არ ვრცელდება. ამასთან, როგორც პროექტშია განმარტებული, პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
კანონპროექტის ავტორთა აზრით, მიზანშეწონილია, რომ წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების გადავადება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებზეც გავრცელდეს.