პროფესიული განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ინტეგრირებული სასწავლო პროგრამების დანერგვაა. ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის. ინტეგრირებული პროგრამებით სარგებლობას 2019 წელს ჩარიცხული სტუდენტები შეძლებენ. ამასთან, პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლეების უსაფრთხოებას მანდატურები გააკონტროლებენ. სიახლეა ისიც, რომ პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, შესაძლოა, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგანაც გათავისუფლდნენპროფესიული კოლეჯების ასოციაციაში სიახლეებს მიესალმებიან. ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება პროფესიული განათლების ერთ-ერთი მნივნელოვანი გამოწვევა იყო. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით ახალი კანონის მიღებას საშემოდგომო სესიაზე აპირებს