პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია, 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, 8 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.ამის შესახებ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე წეროძემ განაცხადა. მისივე ინფორმციით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში, ასევე ონლაინ, ვებგვერდზე www.vet.emis.ge. მისივე თქმით, პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.საგაზაფხულო მიღებაზე 3 ათასამდე თავისუფალი ადგილია. ხოლო საშემოდგომო მიღებისთვის ადგილების რაოდენობა დაახლოებით, 8 ათასამდე გაიზრდება.