07:09
24 აგვისტო, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Newsroom
"პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი - პროტესტი დაკავშირებულია ტოპ-მენეჯმენტისა და უშუალოდ სამუშაოს შემსრულებლების ხელფასებს შორის ძალიან დიდ სხვაობასთან
05-08-2019

რკინიგზის დირექტორთა საბჭოში, რომელიც 5 ადამიანისგან შედგება, ერთი ადამიანია რკინიგზელი და ისიც იმ ადგილს იცავს, რომელზეც ზის. „საქართველოს რკინიგზას“ მართავს ყველა, რკინიგზელის გარდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელმა დავით გოჩავამ „საქართველოს რკინიგზის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, პროფკავშირელთა პროტესტი დაკავშირებულია ხელფასებს შორის არსებულ ძალიან დიდ სხვაობასთან, ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც უშუალო სამუშაოს ასრულებენ.

დავით გოჩავამ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული მოთხოვნაა ხელფასების 50% - ით მომატებაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა ხელფასიც 1000 ლარს არ აღემატება, ხოლო თუ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდება, 10 აგვისტოს შეიკრიბება ახალი პროფკავშირების გამგეობა, რომელიც სავარაუდოდ, საგაფიცვო პროცედურების გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებს.

AutoPlay
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბები - Newsroom პალიტრანიუსის ეთერში!
09-08-2019
NEWSROOM: სტუმარი - ლევან ბოძაშვილი
09-08-2019
ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან - როგორია განწყობები „ტვ პირველის“ დამფუძნებლის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით
08-08-2019
"როცა მეუფემ გვაზიარა, მაშინ მივხვდი, რომ შეიძლება ჩემი შვილები ვეღარ მენახა" - გმირი ქალების "აგვისტოს ომი" და ამონარიდები უმძიმესი ისტორიებიდან
08-08-2019
"თუ წამოვა თვითმფრინავი დაიფანტეთ, იქნებ ერთი მაინც გადამირჩეთ-მეთქი" - აგვისტოს ომის მძიმე ემოციები და ტკივილი, რაც ერგნეთელებს დღემდე არ განელებიათ
08-08-2019
"ნამდვილად ვიცი, რომ მიღებულია მესიჯი..." - რა ინფორმაციას ფლობს ინგა გრიგოლია "რუსთავი 2"-ში შესაძლო ცვლილებებზე?
08-08-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები