ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 14 მარტის ჩათვლით პროექტში "იმუშავე საქართველოდან" 2 ათას 650 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა. მიღებული აპლიკაციების 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე დასაქმებული, 16% კი მეწარმეა. პროექტის ფარგლებში 90-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა.
მათივე ცნობით, მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურებულია ათას 800-მდე. პროგრამის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია ათას 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე. დადასტურებული ათას 800-მდე რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქის აპლიკაცია საშუალოდ 6 თვიან პერიოდში, საკარანტინო სივრცეში ხარჯის გათვალისწინებით 23 მილიონ დოლარამდე პოტენციურ დანახარჯს უტოლდება.
პროექტი ადმინისტრაციამ პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად მოამზადა. პროექტის მონაწილეების მინიმალური შემოსავალი თვეში 2 ათასი დოლარია და საქართველოში მთელი წელი შეძლებენ დარჩენას.