"წერილები ჯარისკაცებს" თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროგრამის შესახებ სკოლების ინფორმირებას, IV-V კლასების მოსწავლეთა ჩართულობასა და წერილების შეგროვებას სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" უზრუნველყოფს. მოსწავლეები წერილებს საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს უგზავნიან და მათგან საპასუხო ბარათებს იღებენ.