პროექტმა "ახალი ლიდერების ინიციატივა" ტრენინგ -კურსის მეორე ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ასამდე ახალგაზრდა მოისმენს ლექციებს დემოკრატიის პრინციპების, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობის, დიპლომატიის, მოლაპარაკების ხელოვნებისა და ლიდერობის შესახებ, ამასთანავე ისინი მონაწილეობას მიიღებენ დებატების მოდელირებასა და სხვა პრაქტიკულ აქტივობაში. სხვადასხვა თემატურ სესიას გაუძღვებიან როგორც ევროპელი და ამერიკელი ასევე ქართველი მოწვეული ექსპერტები. პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცათ ახალგაზრდებს 18-დან 30 წლმდე ასაკობრივ კატეგორიაში. პროექტი აგვისტო-სექტემბრის თვეში 5 ეტაპად განხორციელდება და ჯამში 500-მდე დაინტერესებულ ახალგაზრდას მოიცავს. ორგანიზატორთა განმარტებით, შერჩევის პროცესში ცალკე კვოტა გამოყოფილი იყო რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთის, რომლებიც მონაწილეთა თითქმის 50%-ს შეადგენენ.