პროექტის - "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში, სატყეო სტრატეგიის ძირითადი პოლიტიკური საკითხების შესახებ იმსჯელეს. პროექტის მრჩეველთა საბჭოს წევრებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ და ავსტრიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა მიმართეს.შეხვედრაზე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ სატყეო სექტორში განხორციელებული ინიციატივები, დარგში მიმდინარე პროცესები და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს კრწანისის ტყეპარკის დაცვისა და განვითარების შესაძლებლობებზე.