პროექტის "საქართველო - ღვინის სამშობლო" ფარგლებში ტოკიოში ქართული საღამო - "სუფრა" გაიმართა. პროექტი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია "ქართული ღვინოს" ორგანიზებით ხორციელდება.
ღონისძიების მიზანი იაპონელებისთვის ქართული სუფრის ტრადიციებისა და ღვინის კულტურის გაცნობა იყო. ქართული კერძები სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოდან ჩასულმა მზარეულებმა მოამზადეს. ღონისძიებას მწერალი ზურაბ ქარუმიძე უძღვებოდა. მოწვეულ სტუმებს შორის ღვინის ექსპერტები, იაპონის მთავრობის, ადგილობრივი მედიისა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის იყო ცნობილი იაპონელი ტელეწამყავნი ჰიტოში ქუსანო. საღამოს ქართველი სუმოისტები ტოჩინოშინი და გაგამარუ დაესწრნენ.