საქართველო დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ურთდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კამპანიას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მსახიობები, სპორტსმენები და მედიის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათი ინიციატივით, დასუფთავების აქცია ფშავის ხეობაში, მდ. არაგვის პირას გაიმართა. დასუფთავების აქციებმა ქვეყნის მასშტაბით უკვე 1000-მდე ლოკაცია მოიცვა.