აქციე მაკულატურა წიგნებად, პროექტი „მაკულიტერატურა“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, 1 კგ მაკულატურა 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვალოს. ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები ეს ის ნივთებია, რომელთა ჩაბარებაც ახალი წიგნების მიღების სანაცვლოდ შეგიძლიათ. 600-მდე წიგნის დასახელება დიდ არჩევანს მოგცემთ. აქციის ფარგლებში „ნერგი ბარათი“ არ დაგჭირდებათ, სპეციალური კუპონი ადგილზე გადმოგეცემათ, რომელსაც ახალ წიგნზე გაცვლით. აქცია 10 დღის განმავლობაში 3 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით გრძელდება.
„მაკულიტერატურა“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის პროექტია, წელს კი საიუბილეო წელია აქვს - ის 15 წლის ხდება. სწორედ ამიტომ პალიტრა L -ის წარმომადგენლები მომხმარებელს გამორჩეულ და განსაკუთრებულ პირობებს ჰპირდება.
სავაჭრო ცენტრ "დიდუბე პლაზას" ეზოში, სადაც წიგნების მიღებაა შესაძლებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა რეგულაცია დაცულია. აიცოლებელია წინასწარ ჩაწერა, ონალინრიგირს საშუალებით, აუცილებელია პირბადის გამოყენება, ხსნარით ხელების დამუშავება და ტემპერატურის კონტროლი.