თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე 2016 წელი შეაჯამა და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური პროექტი "ახალი ტფილისი" იყო, რომლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდა. თბილისი მერი გამწვანების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მხოლოდ 2016 წელს დედაქალაქის ცენტრსა და მის შემოგარენში 180 000 ხე-მცენარე დაირგო. მისივე თქმით, 2017-ში დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე. გარდა ამისა, გაგრძელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.