თბილისში კონფერენცია სახელწოდებით, საქართველოსა და მისი რეგიონების პროდუქციის ბრენდირება: გეოგრაფიული აღნიშვნის მნიშვნელოვნება - გაიხსნა. მერძევეობის სექტორის 100-ზე მეტმა წარმომადგენელიმა საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. კონფერენცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.