07:23
14 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
პროდუქტები, რომლებიც ყველაზე სასარგებლოა ზაფხულში
24-07-2019

ბევრმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ ჯანმრთელობისათვის აუცილებელი სითხის 20-30 %-ს ადამიანის ორგანიზმი საკვებიდან ითვისებს. ყველაზე "დამატენიანებელი" საკვები პროდუქტებიდან დიეტოლოგები გამოყოფენ მარწყვს, ნესვს, საზამთროს, ფორთოხალს, გარგარს, კიტრს, ყაბაყსა და ოხრახუშს. ეს ყველა პროდუქტი უხვად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში.

ხილი და კენკრა, რომელიც ასე უხვად გვაქვს ზაფხულში, საკვები რაციონის უმთავრესი კომპონენტი უნდა იყოს. ორივე მათგანი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ფლავონოიდებითა და მინერალური ნივთიერებებით. გარდა ამისა, ხილიც და კენკრაც საუკეთესოდ კლავს წყურვილს.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ პომიდორი, ბულგარული წიწაკა, საზამთრო, მწვანე ჩაი, კაკაო, ყურძენი, სტაფილო, ბროწეული, წითელი ღვინო და იისფერი კენკრა იცავს ჩვენს კანს ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისაგან. ყველა ეს პროდუქტი მდიდარია თავისუფალი რადიკალების გამანეიტრალებელი ნივთიერებებით, უნარჩუნებს კანს ჯანმრთელობასა და ახალგაზრდობას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები