ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,9% შეადგინა. საქსტატის ცნობით, გასულ თვეს ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ისეთ ჯგუფებში, როგორიც არის ტრანსპორტი, სადაც ფასები 2,8%-ით გაიზარდა. 0,8%-ით გაიზარდა ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, კერძოდ გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, რძე, ყველი და კვერცხი, ზეთი და ცხიმი. ხილსა და ყურძენზე კი ფასები შემცირდა 9,2%-ით შემცირდა. ნოემბერში ფასები 1,7%-ით გაიზარდა ასევე ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში.