22:13
7 აგვისტო, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
პროდუქტები, რომლებიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა
24-01-2017

იანვარში საქართველოში საცალო პროდუქტების ფასების ინდექსი გაიზარდა. თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტის მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ფასების ინდექსის ზრდამ 10,1% შეადგინა. 
კვლევის ავტორთა განცხადებით, ფასების მატების მიზეზია როგორც ლარის გაუფასურება, ასევე საახალწლო პერიოდი.  ყველაზე მეტად - 35%-ით გაიზარდა ღორის ხორცის ფასი, ამდენივეთი გაძვირდა სტაფილო, 34%-ით პომიდორი. აღნიშნულ პერიოდში ასევე გაიზარდა ხილის ფასებიც. აისეტის მონაცემებით,  წინა წლის იანვართან შედარებით პროდუქციის ფასები 6%-ით შემცირდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე საკვებზე შემცირებულ ფასებს უკავშირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი თურქული ლირას გაუფასურებაა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები