2017 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით. ფასების ზრდა ასევე დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. ამასთან, ფასები შემცირდა ზეთს, ცხიმსა და თევზეულზე.