2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ 202 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.6 % ით ნაკლებია. ამასთან, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში თურქეთში პროდუქციის იმპორტი 13.4%-ით, ხოლო ექსპორტი 7.1 %-ით შემცირდა.
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს: შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები -39 მილიონ 371 ათასი დოლარით; მას მოსდევს - დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, რომლის იმპორტმაც 39 მილიონ 365 ათასი დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა - 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილები - 36 მილიონ 270 ათასი დოლარის იმპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები და ტანსაცმლის თარგების ჩათვლით, სხვა მზა ნაწარმი, იკავებენ, რომელთა იმპორტმაც შესაბამისად, 31 მილიონ 954 ათასი და - 26 მილიონ 891 ათასი დოლარი შეადგინა.