2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ 202 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 % ით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 12.6%-ით, ხოლო იმპორტი 9.2%-ით შემცირდა.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს - ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 116 მილიონ 91 ათას 500 დოლარით; მას მოსდევს - ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 97 მილიონ 562 ათას 900 დოლარი შეადგინა, მე-3 ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 35 მილიონ 708 ათას 100 დოლარის იმპორტით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი მზესუმზირის ზეთი და სატელეფონო აპარატები იკავებენ.