2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის თურქეთი პირველ ადგილზეა. რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 233 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან თურქეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის ექსპორტმაც 7 მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 7 მილიონი დოლარით, მე-3 ადგილზე ტრიკოტაჟის ნაწარმი გავიდა, რომლის ექსპორტიც 5 მილიონ 400 ათასი დოლარი იყო, მე-4 ადგილზეა ფეროშენადნობები - 2 მილიონ 800 ათას დოლარით, მე-5 ადგილზე კი მილიონ 900 ათასი დოლარით კოსტუმები, კომპლექტები, მამაკაცის ნაქსოვი ტრიკოტაჟი გავიდა.
რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი დაფასოებული მედიკამენტები იყო, რომლის იმპორტმაც 10 მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა. მას მოსდევს 6 მილიონ 100 ათასი დოლარით მზა ნაწარმი ტანსაცმლის თარგების ჩათვლით, მე-3 ადგილზე კი შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები გავიდა, რომლის იმპორტმაც 6 მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა. მე-4 ადგილზეა შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 5 მილიონ 800 ათასი დოლარით და ხუთეულს ასრულებს რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 4 მილიონ 900 ათასი დოლარით.