2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ 202 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 % ით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 12.6%-ით, ხოლო იმპორტი 9.2%-ით შემცირდა.საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 95 მილიონ 106 ათას 200 დოლარით; მას მოსდევს ფეროშენადნობები - 92 მილიონ 136 ათას 100 დოლარის ექსპორტით; მე-3 ადგილზეა მინერალური და მტკნარი წყლები, რომლის ექსპორტმაც 33 მილიონ 661 ათას 200 დოლარი შეადგინა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი სპირტიანი სასმელები და ახალი გარგარი, ალუბალი, ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო იკავებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 25 მილიონ 258 ათას 600 და 19 მილიონ 936 ათას 100 დოლარი შეადგინა.