სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდ 22 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში ჩინეთში პროდუქციის იმპორტი კი 23.2%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 209.1%-ით გაიზარდა.
ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს: ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან, რომლის იმპორტმაც 15 მილიონ 450 ათას 100 დოლარი შეადგინა; მას მოსდევს გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 15 მილიონ120 ათას 600 დოლარით; მე-3 ადგილზეა - ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 10 მილიონ 331 ათას 500 დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისთვის და ტანსაცმლის თარგების ჩათვლით მზა ნაწარმი იკავებს, რომელთა იმპორტმაც შესაბამისად, 8 მილიონ 682 ათას 900 და 7 მილიონ 895 ათას 300 დოლარი შეადგინა.