სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც მარტში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად შემცირდა ფასები:ვაშლი - 39.37%-ით;ქლიავი - 35.15%-ით;ნიორი - 32.34%-ით;ყურძენი - 29.84%-ით;ქალის საზაფხულო კაბა - 27.24%-ით;ლიმონი - 23.83%-ით;ქალის სვიტერი - 22.2%-ით;ქალის დემისეზონური ქურთუკი - 19.99%-ით;ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი - 19.14%-ით;ქალის ზამთრის პალტო - 19.01%-ით.რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა, მათი ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:კომბოსტო - 166%-ით;ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 98.2%-ით;მწვანილი - 70.4%-ით;ხახვი - 60.6%-ით;მსხალი - 41.3%-ით;ბადრიჯანი - 40.1%-ით;პომიდორი - 38.8%-ით;კიტრი - 36.4%-ით;წიწაკა - 32.0%-ით;იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.1%-ით;ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 29.6%-ით.