სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 (მინუს) პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.
იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალში, რომელზეც ივლისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები, ლიდერობს მწვანე ლობიო, რომელიც - 70.87%-ით არის გაძვირებული, მას მოსდევს - საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.29%-იანი გაძვირებით; მე-3 ადგილზეა ხახვი - რომლის ფასმაც საანგარიშო პერიოდში 66.07%-ით მოიმატა; მე-4 და მე-5 ადგილებს კი ბადრიჯანი და პომიდორი ინაწილებენ, ფასის 58.09%-იანი და 38.61%-იანი მატებით.
ათეულში ხვდება ასევე: მუზეუმის ბილეთი, ნიორი, ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი, იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი და ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი.