კომბოსტო, წიწაკა, მწვანე ლობიო, ბადრიჯანი და არაყი - ეს ის 5 პროდუქტია, რომელიც 2019 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
მიუხედავად მაღალი ინფლაციისა, დეკემბერში საკვები პროდუქტის ნაწილზე ფასები შემცირდა. იმ 5 პროდუქტის ჩამონათვალში, რომელიც დეკემბერში გაიაფდა, ლიდერობს მწვანე ლობიო, ფასის 13,3%-იანი კლებით, მას მოსდევს ბადრიჯანი - 13,2%-იანი გაიაფებით; მე-3 ადგილზეა კომბოსტო, რომელიც 13,07%-ით გაიაფდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი წიწაკა და არაყი ინაწილებენ, ფასის შესაბამისად, 5,4%-იანი და 0,6%-იანი შემცირებით.