სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალში, რომელზეც დეკემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები, ნიორი ლიდერობს, რომელიც 127.72%-ით არის გაძვირებული. მას მოსდევს წიწიბურა ფასის - 73.95%-იანი მატებით, მე-3 ადგილზეა - საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.29%-იანი გაძვირებით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი საზამთრო და ვაშლი ინაწილებენ, ფასის შესაბამისად, 60.22%-იანი და 50.34%-იანი მატებით.
პროდუქტების ჩამონათვალში ხვდება ასევე: ატამი; მარილი; მანდარინი; ჭარხალი და ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი.