სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველო თურქეთს შორის საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 114 მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში თურქეთში პროდუქციის იმპორტი 5,4%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7,9%-ით გაიზარდა.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს ფეროშენადნობები - 4 მილიონ 269 ათასი დოლარით; მას მოსდევს ტრიკოტაჟის ნაწარმი, რომლის ექსპორტმაც 3 მილიონ 306 ათასი დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა - შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 2 მილიონ 387 ათასი დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი მამაკაცის ან ბიჭის ტრიკოტაჟის ნაქსოვი კოსტუმები და კომპლექტები და ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები იკავებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 2 მილიონ 263 ათასი დოლარი და მილიონ 467 ათასი დოლარი შეადგინა.