ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტმა ქართული კალმახისა და ჩაის სექტორები მიმოიხილა. კვლევის თანახმად, ქართული მეჩაიეობა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. პლანტაციების დიდი ნაწილი გაველურებულია, გადამუშავებაში ჩართულ საწარმოებს კი არ აქვთ საკმარისი კაპიტალბრუნვა.
ჩაის მწარმოებელი კოოპერატივი ნაგოვარის დამფუძნებელი ხარვეზებს ხედავს ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში. ნანა ყირმელაშვილის განცხადებით, პროგრამა ბენეფიციარებს მიწის ნაკვეთის კოოპერატივისთვის გადაცემას ავალდებულებს. რაც შეეხება საკალმახე მეურნბეობებს. ამ კუთხით არსებულ მთავარ პრობლემად, სექტორის წარმომადგენლები თევზისთვის საჭირო იმპორტირებული საკვებპროდუქტების სიძვირეს და გადამამუშავებელი საწარმოების არარსებობას ასახელებენ.