სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე სადაზღვეო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ლევან რაზმაძეს სადაზღვევო კომპანიების წამრმომადგენლებმა ინფორმაცია ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს. დაზღვევის პროდუქტებზე შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი დაბალი ფასი, დისკრიმინაციული მიდგომები და კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული სატენდერო პირობები, ეს იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალია, რაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს აწუხებთ.