2018 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,6%-ით შემცირდა. მიმდინარე ტენდენციას დეველოპერები ნებართვების ვადაგადაცილებას უკავშირებენ. . „რედკოს“ პროექტების მენეჯერის თქმით, დაბრკოლებებს რეგულაციების მუდმივი ცვლილებები იწვევს და დეველოპერები ხშირ შემთხვევაში, „სამშენებლო ლაბირინთებში“ ეხვევიან. დეველოპერების ბრალდბებებს უარყოფენ დედაქალაქის მერიაში. მერის მოადგილის განცხადებით, სამშენებლო სექტორშუი რეგულაციების შემოღება აუცილებლობით იყო განპირობებული და ამ ფაქტს მერიაში ბიუროკრატიის ზრდა არ გამოუწვევია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვები 4,6%-ით შემცირდა, წელს 9 თვეში 7 702 ნებართვა გაიცა. 1 338-დან 1 282-მდე შემცირდა ნებართვები თბილისშიც.