სპეციალისტებმა რძისა და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტის აღსულების მექანიზმში პრობლემები გამოავლინეს. აისეტის კვლევის თანახმად, დარგი რამდენიმე მნიშვნელოანი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორისაა: ფიზიკური პირების მიერ წარმოებული რძის პროდუქტების კონტროლის ნაკლებობა, ეტიკეტირების წესების დარღვევა და მომხმარებლის ცნობადობის დაბალი დონე. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ფერმერები მთავრობისგან მხარდაჭერას მოითხოვენ.სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რძის სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, უწყება ინფორმირებულია. გელა ხანიშვილის თქმით, საქართველოში ნედლი რძის წარმოების ზრდისა და ხარისხის ამაღლებისთვის მთავრობა რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. როგორც ცნობილია, მთავრობის ინიციატივით საქართველოში წარმოებული ნედლი რძე და მისგან დამზადებული პროდუქტი, შესაძლოა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლეს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. დარგის წარმომაგენლები კი ცვლილების შედეგად, ქვეყანაში ნატურალური რძის წარმოების ზრდას ელოდებიან.