ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის ზრდის შემდეგ მწეველები შედარებით იაფფასიანი პროდუქტის, ეგრეთ წოდებული თუთუნის მოხმარებაზე გადავიდნენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცახდებით იმისთვის, რომ მწეველთა შემცირებისთვის დასახული გეგმა შესრულდეს, გასახვევი თამბაქოც უნდა გაძვირდეს. თუთუნის გაძვირების მომხრეა ბიზნესომბდსმებიც. თუთუნის გაძვირების მომხრეა თამბაქოს კონტროლის ალიანსიც, თუმცა ფიქრობენ, რომ ჯერ თამბაქოს კონტროლი უნდა გამკაცრდეს. გიორგი ბახტურიძეს თქმით გასახვევი თამბაქოს 99% სავაჭრო ქსელში იყიდება, რომლის აქციზის გადასახადი კანონით 1 კგ თამბაქოზე 35 ლარია, თუმცა რეალიზატორები გადასახადს არ იხდიან.
დედაქალაში საგრძნობლად მომრავლდა ისეთი სავაჭრო ობიექტები, სადაც წარწერა „იყიდება თუთუნი“ თვალშისაცემ ადგილას არის მოთავსებული. თამბაქოს კონტროლის ალიანსში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან თამბაქოს ასეთი სახით ვაჭრობაზე ნებართვა არავის გაუცია და მსგავსი უკანონო ვაჭრობა უნდა აიკრძალოს. თამბაქოს ინდუსტრიის წარმოამდგენლების თქმით პრობლემები ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის ზრდის შემდეგ დაიწყო და თუთუნის გაძვირებამ შესაძლოა მეტი პრობლემა წარმოშვას, კერძოდ, გაიზარდოს თამბაქოს უკანონოდ შემოტანა ქვეყენაში.ცნობისთის, გასული წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. ამასთან, 2019 წლიდან უფილტრო სიგარეტის აქციზი ღირებულება, ფილტრიანისას გაუთანაბრდა და ერთ კოლოფზე ლარსა და 70 ლარს გაუტოლდა.