ბევრს აწუხებს კითხვა იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას საკეისრო კვეთა ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მის შემდგომ განვითარებაზე. თავდაპირველად საკეისრო კვეთა ბავშვის გადასარჩენად კეთდებოდა და მხოლოდ იმ ქალებს უტარდებოდა, რომელთაც, ამა თუ იმ მიზეზით, ფიზიოლოგიური მშობიარობა არ შეეძლოთ. დღეისათვის სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: საკეისრო კვეთა სამედიცინო დანიშნულებითაც კეთდება და ახალგაზრდა დედების მოთხოვნითაც, მოსალოდნელი ტკივილისთვის თავის ასარიდებლად. არსებობს მცდარი შეხედულება, რომ საკეისრო კვეთისას ბავშვი ასცდება ფიზიოლოგიური მშობიარობისას მოსალოდნელ შიშსა და ტკივილს. მეცნიერთა მიერ დასაბუთებულია, რომ ბუნებრივი გზით მშობიარობისას ბავშვი დაცულია და მას არაფერი სტკივა. ძველად სწამდათ, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები უშიშრები იქნებოდნენ, თუმცა დღეს ასეთი აზრიც არსებობს, რომ “ საკეისროს ბავშვები“ მომეტებული შფოთვითა და აღგზნებით გამოირჩევიან.
როცა ჩვილი დაბადებისთვის მზადებას იწყებს, მის ორგანიზმში ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ნელდება. ამგვარად ემზადება იგი დედის საშოდან განსხვავებულ გარემოში მოხვედრისას წნევის ცვლილებისთვის. საკეისრო კვეთისას კი წნევა მკვეთრად იცვლება. ამის გამო ახალშობილს ტვინში მიკროსისხლჩაქცევაც კი შეიძლება დაემართოს. არის ტვინში მინიმალური დისფუნქციის შემთხვევებიც.ექიმებმა ათასი ბავშვი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ნაყოფის ორგანიზმში იზრდება ჰორმონების რაოდენობა. უპირველესად, იმატებს ჰორმონი კატექოლამინი, რომელიც ახალშობილის სუნთქვას არეგულირებს და მანამდე სითხით სავსე ფილტვებს აშრობს. საკეისრო კვეთისას კი დაბადების ბუნებრივი მექანიზმი არ ირთვება, ბავშვი ვერ ასწრებს საკმარისი რაოდენობის კატექოლამინის დაგროვებას ფილტვების სისხლით უზრუნველსაყოფად და მის გულს დიდი ძალა ადგება. ამის გამო ბავშვის გულში, შესაძლოა, ასაკოვანი ადამიანების გულისთვის დამახასიათებელი დისტროფიული ცვლილებები მოხდეს. საკეისროთი დაბადებულ ბავშვთა სუნთქვის სიხშირეც ბუნებრივი გზით გაჩენილებისაზე ორჯერ ნაკლებია, ფილტვების სუნთქვის მოცულობა კი - სამჯერ.ზოგიერთი ფსიქიატრის აზრით, საკეისროთი დაბადებულ ბავშვებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ბუნებრივი მშობიარობისთვის ნიშნეული ეტაპები, ხასიათის განსაკუთრებული თვისებები უყალიბდებათ:უჭირთ ურთიერთობა, სირთულეების გადალახვა, ლოდინი, ტკივილის ატანა.არის შემთხვევები, როდესაც მომავალი დედა აცნობიერებს ბუნებრივი მშობიარობის უპირატესობას და აღარ ითვალისწინებს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა თვალის ფსკერის დაზიანება, ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა მდებარეობა ან ასაკი. ასეთ შემთხვევებში ექიმთან წინასწარი კონსულტაცია და ყველა პრობლემის ზედმიწევნითი გაანალიზება აუცილებელია. ძალიან ბევრია დამოკიდებული მშობიარის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასა და მეანთა პროფესიონალიზმზე. საკეისრო კვეთის ჩასატარებლად ერთ-ერთი პირობა მშობიარის წერილობითი თანხმობაა. ამ თანხმობის მიღების შემდეგ ექიმი ვალდებულია, ოპერაციის აუცილებლობის დამადასტურებელი პირობები წარმოადგინოს და გააფრთხილოს პაციენტი მოსალოდნელი თუ შესაძლო ნეგატიური შედეგების შესახებ. იურიდიული ფორმალობები საჭირო არ არის მხოლოდ ექსტრემალურ - სისხლდენის, შოკისა და დედისა თუ ნაყოფის სიცოცხლის საფრთხის - შემთხვევებში. საკეისრო კვეთისთვის ობიექტურ მაჩვენებლებად შეიძლება ჩაითვალოს:• დედის ვიწრო მენჯი;• დედის თვალის ბადურას დაზიანების საფრთხე;• დიდი ნაყოფის მენჯთან მიმაგრების პრობლემა;• ნაწიბური საშვილოსნოზე;• ნაყოფის გიგანტური ზომები • დედის მძიმე ნეფროპათია;• ბავშვის გულის მუშაობის ცვლილება.