ლონდონში გამართულ კონფერენციაზე, პრინცმა უილიამმა განაცხადა, რომ შვილების დაბადების შემდეგ, მან საკუთარ სამსახურზე უარი თქვა. ის სამედიცინო ავიაციაში მუშაობდა, მაგრამ პატარების დაბადების შემდეგ, ფსიქიკა გაუფუჭდა და იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა. "მუშაობა და პირადი ცხოვრება ჩემთვის საგანგაშო ზღვარს მიუახლოვდა. ეს გრძნობები ადრე არ მქონდა, რამდენჯერმე მომიწია დაზარალებული ბავშვების გადაყვანა ჰოსპიტალში და ამან განსაკუთრებულად მძიმედ იმოქმედა ჩემს ფსიქიკაზე", - განაცხადა ჰერცოგმა. პრინცმა უილიამმა სამსახური მესამე შვილის, ლუისის, დაბადების შემდეგ დატოვა და ახლა კეიტ მიდლტონთან ერთად, ბრიტანეთში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე ზრუნავს.