უელსის პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა. ბრიტანეთის სამეფო სახლში აცხადებენ, რომ 71 წლის პრინცი თავს კარგად გრძნობს. მათივე ინფორმაციით, პრინცი და მისი მეუღლე კორნუოლის ჰერცოგინია კამილა ამ ეტაპზე, შოტლანდიაში კარანტინში იმყოფებიან. ჰერცოგინიას ვირუსი არ დაუდასტურდა.
ბუკინგემის სასახლის ცნობით, დედოფალმა შვილი ბოლოს 12 მარტს ნახა. ბოლო პერიოდში პრინცი ჩარლზი ხშირად ჩნდებოდა საჯაროდ და რამდენიმე შეხვედრა გამართა. ბოლოს ის საზოგადოებაში 12 მარტს გამოჩნდა.