პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს მოქმედი თანამშრომლების - გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები შეარჩია - Palitra News

პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს მოქმედი თანამშრომლების - გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები შეარჩია

2021-07-09 13:04:59+04:00

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია. გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე.

ცნობისთვის, გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს, ხოლო გიორგი სანტურიანი იურიდიული დეპარტამენტის უფროსია.