მმართველი გუნდი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კომპეტენციების “სასამართლოს თვითმმართველობის ორგანოზე“ გადატანის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც კომისიის წევრებს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე "ქართული ოცნების" ხედვები და წინადადებები გააცნო. აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი და არა პოლიტიკური ფიგურა.