საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი თანადგომისა და მეგობრობისათვის „სიონის მეგობართა ორგანიზაციის“ უმაღლესი ჯილდო გადასცეს.
ღონისძიება ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია „სიონის მეგობრების“ ორგანიზებით გაიმართა, რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს.ორგანიზაციის ჯილდოები, რომლის პირველი თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო, მიღებული აქვთ აშშ-ის პრეზიდენტებს – ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს.
ღონიძიებაზე სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა.