საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ატოცში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩავიდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა სამოქალაქო, ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებს, რომლებიც თვეზე მეტია ატოცში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებულ ძელებთან პატრულირებენ.გრიგოლ ვაშაძის აზრით, ატოცში გამართულმა საპროტესტო აქციებმა და სამოქალაქო აქტივობამ შეაჩერა განგრძობითი ოკუპაციის მორიგი ტალღა. ვაშაძემ ატოციდან მოუწოდა საზოგადოებას, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ანტიოკუპაციურ მოძრაობაში.