პრეზიდენტობის კანდიდატობის 46 მსურველიდან 20-ს ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა, ხოლო ორი პირის საკითხი განიხილება. უარის თქმის მიზეზად ყველა შემთხვევაში ის სახელდება, რომ კანდიდატებმა მხარდამჭერთა სიები არ წარადგინეს. ცესკოს ინფორმაციით, ორი პირის, მიხეილ ანთაძის და ოთარ მეუნარგიას საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. აღსანიშნავია, რომ ცესკოს მონაცემებით, ყველა მათგანის კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.