პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მევენახეებს შეხვდა. კახა კუკავამ მევენახეებს საკუთარი ხედვა გააცნო, რომელიც სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების სუბსიდირებას, პროდუქტზე ფასების რეგულირებას და გასაღების ბაზრების მოძიებას გულისხმობს.