გიორგობასთან დაკავშირებული სადღესასწაულო წირვას სამების ტაძარში პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას პატრიარქმა გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს მიმართა. როგორც ილია მეორემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები როგორც გამარჯვებას, ისე დამარცხებას ღირსეულად შეხვდებიან. მისი თქმით, გამარჯვებულმა კანიდდატმა არ უნდა იფიქროს, რომ ის სხვაზე უკეთესია. უწმინდესმა პრეზიდენტობის კანდიდატებს წმინდა გიორგის ხატები გადასცა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა.