საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემი-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ნიკოლ ფაშინიანსა და დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა.შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - სომხეთის ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის უაღრესად სასიხარულოა ახლადარჩეულ, დემოკრატ ლიდერთან შეხვედრა, რაც საქართველო - სომხეთის ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო ახალ ელფერს შესძენს.აღინიშნა, რომ სომხეთის პრეზიდენტის მონაწილეობას თბილისში ჩატარებულ დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საზეიმო ღონისძიებებში ქართველი ხალხისათვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.