საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. შესაბამისად, ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის.სასამართლო სისტემის რეფორმირების "მესამე ტალღის" შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო. პრეზიდენტს ის ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა.