საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართულ ჯარს, პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებასა და დიპლომატებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საკუთარ სიტყვაში რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. მთავარი აქცენტი ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის საქართველოს ისტორიულ მისწრაფებაზე გაკეთდა,ასევე იმ გაჩენილ შანსთან დაკავშირებით,რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ჰქვია. გამოსვლის განმავლობაში ,პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, უკრაინელების თავდადებაზეც ისაუბრა . ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აუცილებელია საქართველოში ეროვნული თანხმობა იყოს და ყველა საერთო იდეის გარშემო გაერთიანდეს.