პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მედიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც გიორგი მარგველასვილმა აღნიშნა, იგი ყოველთვის დაეხმარება მედიას- გაძლიერებასა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი საპასუხისმგებლო საქმიანობის შესრულების პროცესში. 21 მარტი ჟურნალისტიკის დღედ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1993 წელს გამოცხადდა.