პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელის ანგი ხუციშვილის ინფიორმაციით შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. მისივე თქმით, დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული.